ბადრი ჯაფარიძე - 10 მილიონი  გვჭირდებოდა ანაკლიის პორტისთვის და ვისესხეთ, შემდეგ დამატებით თანხა კიდევ იქნება საჭირო -  აქციის გასხვისება არ მომხდარა

„თიბისის" აქციების გასხვისება არ მომხდარა, 10 მილიონი დამატებით გვჭირდებოდა ანაკლიის პორტისთვის და ვისესხეთ, შემდგომში კიდევ იქნება თანხა საჭირო, ეს ჩვეულებრივი პროცესია", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობისთვის დამატებით საჭირო იყო 10 მილიონი დოლარი, რომლის სესხებაც მოხდა.

„პორტის მშენებლობა არ შეჩერებულა. ეს არის პროცესი, 1 კვირაში გამოცხადდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც წარმართავს მთლიანად მშენებლობას. გაღრმავების ეტაპი დასრულებულია, გამოცხადდება სამშენებლო კომპანია, კიდევ არის უამრავი სხვა რამ, მათ შორის გამოქვეყნდება გარემოს ზემოქმედების ანგარიში. ეს უწყვეტი და ძალიან რთული პროცესია, რომელიც შეიცავს ბევრ ეტაპს. 10 მილიონი არის თანხა, რომელიც დამატებით გვჭირდებოდა ანაკლიის პორტისთვის და ვისესხეთ. შემდგომში კიდევ დამატებით თანხა იქნება საჭირო, ეს ჩვეულებრივი პროცესია. აქციის გასხვისება არ მომხდარა, ეს არის აქციების დაგირავება, სესხის აღება. წილი არის ძალიან მცირე. მომავალშიც ვაპირებთ იმავე ინსტრუმენტებით სარგებლობას იმისათვის, რომ ანაკლიის განვითარებას მხარი დავუჭიროთ. აქ განსაკუთრებული არაფერია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მანვე ისაუბრა საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც კარგად მიდის.

„ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს და ვმუშაობთ. ეს რთული ტრანზაქციაა, 400 მილიონი დოლარი და პროექტი არის ისეთ ეტაპზე, როდესაც გვჭირდება რაც შეიძლება სწრაფად წავიწიოთ წინ. დარჩა მხოლოდ რამდენიმე პუნქტი შესათანხმებელი. პროცესის კარგად წასვლაში იგულისხმება ის, რომ ხელშეკრულების პრაქტიკულად 90%-ია შეთანხმებული, შესათანხმებელი დარჩა ძალიან მცირე ნაწილი, ორი პუნქტი, რაც ტექნიკური ნაწილია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო