გიორგი  ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა დააკავონ

„ნაციონალური მოძრაობის“ მოძრაობის ერთ-ერთი გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა დააკავონ. როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, „ამ რეჟიმისგან არაფერს გამორიცხავს“.

„7 წელია დეკლარირებულად ივანიშვილი ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებას. სამწუხაროდ, საქართველო გაანადგურა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერაფერი უქნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლიდერები ზოგი დაჭერილია, ზოგი - გაგდებული. ჩვენს 10 000 წევრს ჰქონდა პროკურატურაში გამოძახება და მათზე საქმეებია აღძრული, სამსახურბიდან დათხოვნაზე და სხვაგვარ დევნაზე აღარ ვსაუბრობ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მან განმარტებები გააკეთა იმაზე, თუ რის თქმას აპირებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში, სადაც 20 ივნისის აქციისთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხება.

„გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ვაპირებ სიმართლის თქმას, რაც დავინახე იმ დღეს, თუ დაინტერესდებიან, არამარტო დასაწყისში რა ხდებოდა, არამედ მთელი ღამის განმავლობაში დილამდე რაც ხდებოდა. დილის 7 საათამდე ვიყავი, ვიდრე უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ხალხს ცემა-ტყეპით არ გარეკავდნენ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად მიდიოდნენ და უკანა რიგების მისამართით ცრემლსადენი გაზის გამოყენება, აბსოლუტურად, გაუგებრად დაიწყო.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იქ იყო საკამოდ მოზრდილი ჯგუფი, 20-კაციანი, ნიღბიანები, რომლებიც როცა მსჯელობა მიდიოდა პოლიტიკურ ლიდერებთან, საზოგადოებასთან, წავიდეთ თუ არა მოსალაპარაკებლად, აგრესიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას“, - განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი კარგად გასარკვევია და ყველაფერი გაირკვევა, რადგან ადგილზე ბევრი კამერა იყო.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველა ის ხრიკი, რაც ჩაფიქრებული აქვს ხელისუფლებას, რომ ვიღაც სახელმწიფოს გადატრიალებას აწყობდა, პირიქით შემოუტრიალდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე პირდაპირ პუტინის საცეცი საქართველოს მტერი ჩასვეს, ეს არის მთავარი დანაშაული“, - განაცხადა ბარამიძემ.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ