20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან თავს დამნაშავედ არც ერთი სცნობს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

სახელმწიფო ბრალდება ოთხივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

სახელმწიფო ბრალდება საკუთარ შუამდგომლობაში დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხეზე მოუთითებს.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა