20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული - 20 ივნისი თქვენ დაამსგავსეთ 9 აპრილს

20 ივნისი თქვენ დაამსგავსეთ 9 აპრილს, - ამის შესახებ სასამართლოს სხდომათა დარბაზში 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებიდან ერთ-ერთმა ბესიკ თამლიანმა განაცხადა. ამ წუთებში დაკავებული ოთხი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

"ჯგუფური დანაშაული მიუძღვის ყველა ორგანოს, რომელმაც რუსი დეპუტატი შემოიყვანა პარლამენტში. იქ არ ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას, ეს იყო პროტესტი. 20 ივნისი თქვენ დაამსგავსეთ 9 აპრილს. ეს ყველაფერი ჰგავს ილია ჭავჭავაძის ამბავს, ილია ვარ, არ მომკლათო, რაზეც უთხრეს, ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგკლათო. რუსმა ქართველის ხელით გააკეთა ეს",- განაცხადა თამლიანმა.

მის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში ტაში მოჰყვა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლემ დამსწრე პირები გააფრთხილა, რომ თუკი, ხმაური განმეორდებოდა, დარბაზიდან გააძევებდა.

"20 ივნისი თქვენ დაამსგავსეთ 9 აპრილს" - აქციის საქმეზე დაკავებულის სიტყვა სასამრთლოზე, რომელსაც დარბაზმა ტაში დაუკრა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა