გიორგი ბარამიძე - არავის, მითუმეტეს, ნიკა მელიას ხალხისთვის არ მოუწოდებია ძალადობრივი ქმედებისკენ

არავის, მითუმეტეს, ნიკა მელიას ხალხისთვის არ მოუწოდებია არანაირი ძალადობრივი ქმედების განხორციელებისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ განუცხადა, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. ის 20 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოიკითხა.

ნიკა მელიას სიტყვების ვიდეოჩანაწერიც არის, თუ როგორ ამბობს მელია, ხელებაწეული და მშვიდობიანად შევიდეთ პარლამენტის ეზოშიო. პარლამენტის ეზოში მოხდებოდა თუ არა შესვლა, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ნიკა მელიას მხრიდან მოწოდება, რომ მშვიდობიანი და ხელაწეული იყო, ამას წყალი არ გაუვა! ამიტომ ამ ყველაფრის შემოტრიალება, რომ თითქოს, ნიკა მელია მოუწოდებდა ძალადობისკენ, სრული აბსურდია! ეს იგივეა, რომ ამტკიცო თოვლი ცხელიაო. შეუძლებელია პოლიტიკური ლიდერი ამბობდეს, მშვიდობიანად, ხელებაწეული ვიმოქმედოთო და ამავდროულად სრულიად უნამუსოდ ცდილობდეს ხელისუფლება დააბრალოს ამ ადამიანს ძალადობის ორგანიზება", - განაცხადა ბარამიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს