„ახალი საქართველოს“  წევრი - „გავრილოვის სისხლიანმა ღამემ'' გვაჩვენა, რომ საქართველოში არსებობს ძალაუფლებაზე ჩაჭიდების სტადიაში მყოფი ხელისუფლება

მოქმედებებით ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა ელექტორალური მხარდაჭერა და რაც მთავარია, მორალური უპირატესობა ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში, - ამის შესახებ „პოლიტიკური პალტფორმა-ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა. ტოხვაძემ ქვეყანაში 20-21 ივნისს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„20 ივნისის „გავრილოვის სისხლიანმა ღამემ'' გვაჩვენა, რომ საქართველოში არსებობს გამოფიტვის, ძალაუფლებაზე ჩაჭიდების სტადიაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს იგი. ჩვენ, როგორც შემდგარმა საზოგადოებამ ამ 15 დღის განმავლობაში, სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღეთ: ძალაუფლების მილევად სტადიაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ქართული საზოგადოება საკმარისად დაღლილია სიღარიბით, უიმედობით და ოკუპანტი ქვეყნის რბილი ძალის გავლენები თამამად მოსინჯა, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღო ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეებისგან; სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ათეულობით ათასი ადამიანი აღარასდროს დაუშვებს ქვეყნის ღირსების და სუვერენიტეტის შელახვას, მით უფრო მთავრობის მიერ ძალაუფლების ნებსით თუ უნებლიედ, ბოროტად გამოყენებას; მოქმედმა ხელისუფლებამ, რომელიც თავს ჰუმანურ ძალად აჩვენებდა, ჩამოიხსნა ნიღაბი და საჭიროების დადგომისთანავე დიდი მონდომებით გამოიყენა სისასტიკე - იძალადა, დაარბია და ძალის გადამეტებით გაუსწორდა ანტისაოკუპაციო აქციის ასობით მშვიდობიან მონაწილეს. საბოლოო ჯამში, ამ მოქმედებებით ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა ელექტორალური მხარდაჭერა და რაც მთავარია, მორალური უპირატესობა ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო