მიშა მშვილდაძე - თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება

თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომის შემდეგ ბევრი რამ, რაც ახლა ხდება აზრს დაკარგავს.

„როგორც კი გახარია გადადგება, აზრს დაკარგავს ადამიანების დაპატიმრება, რასაც ახლა აკეთებენ. აზრს დაკარგავს სახელმწიფო გადატრიალებად მონათვლა ადამიანების სამართლიანი პროტესტის, იმიტომ, რომ თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება. მანამდე შეისმინეთ ჩვენი მშვიდობიანი მაგრამ მკაფიო ხმა. დარჩით ლეგალურ, კანონიერ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და დასაჯეთ ყველა რეალური დამნაშავე. მთავარი დამნაშავე 20 ივნისის არის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა