აქციის მონაწილეებმა შს მინისტრის სახლთან შეძახილებით - „გახარია წადი“ გაიარეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტის შენობიდან ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე "თავისუფლების მარშს" მართავენ, ამაღლების ქუჩაზე, შს მინისტრის გიორგი გახარიას სახლთან შეძახილებით გაიარეს.

"გახარია,წადი" - ამ შეძახილით დემონსტრანტებმა შს მინისტრს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა და თანამდებობა დატოვოს.

„თავისუფლების მარშს", რომელიც რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმართულებით იმართება, პარტიები "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-17 დღეა მიმდინარეობს მოთხოვნით, დატოვოს თანამდებობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა