20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულის ძმა პროკურორს - რატომ ღუპავთ ახალგაზრდებს?

აქციის საქმეზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ და ძმამ სასამართლოს განაჩენი გააპროტესტეს და პროკურატურის წარმომადგენლებს ეკითხებოდნენ „რატომ ღუპავდნენ ახალგაზრდებს“.

„საცოდავ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. შეხედეთ ამ პროკურორებს“, - განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ მაგული გობეჯიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს: ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

"რატომ ვდგავარ შაოსანი ქალი ამდენ ხანს კადრში, რა მაწუხებს ვის აინტერესებს" - რა ხდებოდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც აქციის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფრადათ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა