20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების საქმის პროკურორი - ჩვენს შუამდგომლობაში დასაბუთებული იყო პატიმრობის საფუძვლები

სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს შუამდგომლობაში დასაბუთებული იყო ის საფუძვლები, თუ რატომ იყო პატიმრობა ერთადერთი აღკვეთი ღონისძიება, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანია მოსამართლის გადაწყვეტილება იმ ფონზე, როცა მსგავსი ბრალდებით ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს, ხოლო სხვა დაკავებულ პირებს პატიმრობა, პროკურორი პასუხობს, რომ სახელმწიფო ბრალდებას მელიას შემთხვევაშიც იგივე პოზიცია ჰქონდა.

„ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას ერთი და იგივე პოზიცია ეკავა, მიგვაჩნდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს შუამდგომლობაში დასაბუთებული იყო ის საფუძვლები, თუ რატომ იყო პატიმრობა ერთადერთი აღკვეთი ღონისძიება, რომელიც გამოძიების ამ ეტაპზე შეასრულებდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა მუკბანიანმა.

კითხვაზე, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს იმ პოლიციელების ჩვენებები, როცა მათი ქმედებების მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს, პროკურორი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გააკეთებს.

„აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგაწოდებთ. მოგეხსენებათ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პირები, რომელთა მიმართაც განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, პოლიციის თანამშრომლები გახდნენ. შესაბამისად, მათი ჩვენება, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დანაშაულებრივ ქმედებას, პირდაპირი მტკიცებულება არის. გარდა პოლიციის მუშაკებისა, არიან სხვა მოქალაქეებიც დაკითხული", - განაცხადა მუკბანიანმა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 11:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს: ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა