დიმიტრი ხუნდაძე - ალბათ ჯობდა, პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მალე გადამდგარიყო

ალბათ ჯობდა, პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მალე გადამდგარიყო, - ამის შესახებ "პალიტრანიუსზე" ნიკა საჯაიას გადაცემაში "7VS1" პარტია "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის დროულად გადადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, პროცესები სხვაგვარად განვითარებულიყო.

"ალბათ ჯობდა, პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მალე გადამდგარიყო, მაგრამ ამას ალბათ თავისი მიზეზები ჰქონდა. მას ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ალბათ, არასწორი იქნებოდა, გადამდგარი თავმჯდომარის რანგში ყოფილიყო. ამ ყველაფრის გამო, განა შეიძლება პარლამენტი შტურმით აგვეღო?! ხომ შეიძლება ეს პროტესტი, სამართლიანი პროტესტი, მეორე დღესაც გაგრძელებულიყო", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

"ალბათ, ჯობდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უფრო ადრე გადამდგარიყო, მაგრამ ამასაც აქვს თავისი მიზეზი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო