7 ივლისს, „პატრიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში შეკრებას გამართავს

„პატრიოტთა ალიანსი“ 7 ივლისს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში შეკრებას გამართავს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

„ერთად მოვითხოვოთ სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის გასამართლება და დასჯა, ერთად მოვითხოვოთ დავით გარეჯის დაცვა, ერთად მოვითხოვოთ საოჯახო ბიზნესის შექმნა, ერთად დავიცვათ საქართველო, შევასრულოთ ჩვენი ქართული მოვალეობა“,- ნათქვამია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა