პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უმრავლესობის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება დაასრულა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უმრავლესობის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება დაასრულა.

შედეგებზე კომიტეტი 8 ივლისის სხდომაზე იმსჯელებს და დასკვნას დადებს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, დეპუტატთა ხელმოწერების გადამოწმება აპარატმა უზრუნველყო, ხვალ კომიტეტი შედეგებს განიხილავს, დაიწერება დასკვნა, რომელიც ბიუროს გადაეგზავნება.

ამის შემდეგ კი, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი დადგება და საჯარო განხილვების პროცესი დაიწყება.

უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

გარდა ამისა, არჩევნები ჩატარდება ნულოვანი - ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მოიპოვებს.

გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე გადანაწილდება.

კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს