რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელიზაბეთ რუდს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელზაბეთ რუდს პასუხობს. კერძოდ, რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, რუდმა მოსკოვის მხრიდან საქართველოს მიმართ გატარებულ ზომებს „უსამართლო, არასაჭირო და არაპროპორციული უწოდა.

„გვინდა შევახსენოთ ქალბატონ რუდს, რომ აშშ-ს „უსამართლო, არასაჭირო და არაპორპორციული“ პოლიტიკის მსხვერპლი რიგი ქვეყნები გახდნენ, რომლებიც დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებენ“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეახსენა, თუ რა სანქციები დაუწესა აშშ-მ სსრკ/რუსეთს 1974-2018 წლებში.

იხილეთ ვიდეო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელიზაბეთ რუდს პასუხობს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს