რუისთან მომხდარი ავარიისას დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. სამივე მათგანს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულთაგან ორი არასრულწლოვანია, ორივე მათგანი ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

,,შემოყვანილი სამი პაციენტიდან ორი არასრულწლოვანია, ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ყველა პაციენტს აღენიშნება ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები. 14 წლის ბიჭს აღენიშნება კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, იგეგმება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რაც შეეხება 16 წლის გოგონას, მას ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული“, - განაცხადა ,,გორმედი“-ს კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო