8-10 ივლისს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართება

8-10 ივლისს, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ჯგუფის წევრები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზე იმსჯელებენ და მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.

სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები შედიან, მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

გასვლითი შეხვედრა სასტუმრო “ლოპოტა სპა რეზორტში“ გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა