ელიზაბეთ რუდი აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე რუსი დეპუტატის განცხადებას ეხმაურება

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი რუსი დეპუტატის განცხადებას, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში.

“შესაძლოა, რუსეთის დუმის წევრები ასე ამბობენ, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მოუწოდებს რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის შეთანხმებას და წაიღოს უკან ამ რეგიონების ე.წ. აღიარება“,- განაცხადა რუდმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ პეტრე ტოლსტოიმ განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში. ტოლსტოის შეფასებით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს