ეუთოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო

ეუთოს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტმა, 50 ხმით 5-ის წინააღმდეგ, საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება.

კერძოდ, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, ეთნიკურ დისკრიმინაციაზე და სხვა უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენის სწავლის აკრძალვაზე.

რეზოლუციის პროექტი მკაცრად გმობს გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. დოკუმენტში მოხვდა გალის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტიც.

დოკუმენტი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიღებას რუსეთის დელეგაცია ეწინააღმდეგებოდა.

იხილეთ ვიდეო: 50 მომხრე ხუთის წინააღმდეგი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს რეზოლუციის პროექტი მიიღეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა