რუისთან მომხდარი ავტოავარიისას მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, 16 წლის გოგონა გორის კლინიკის რეანიმაციაში რჩება

რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, 16 წლის გოგონა გორის კლინიკის რეანიმაციაში რჩება. მძიმე მდგომარეობაშია ავარიაში დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე.

„14 წლის ბიჭს აღენიშნება კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, იგეგმება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რაც შეეხება 16 წლის გოგონას, მას ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული“, - განაცხადა ,,გორმედი“-ს კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს