გენადი არველაძე - ახალი რეგულაციების მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება

ცნობიერების ამაღლება სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ადგილობრივ ბაზარზე "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის განხილვა იყო სემინარის მთავარი თემა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული რეგლამენტი ძალაში 2019 წლის ბოლოდან უნდა შევიდეს. სემინარზე აღინიშნა, რომ ბავშვები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ, უსაფრთხო იყოს. უწყების ცნობით, ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. რეგლამენტი მომზადდა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი ევროდირექტივის თანახმად და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული რეგლამენტის შემოღება საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აქვს ნაკისრი.

"ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ საქართველოს ბაზარზე შემოდის სხვადასხვა ტიპის სათამაშოები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს პოტენციურ საფრთხეს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის - ბავშვებისთვის. შესაბამისად, ეს რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი იყოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი და ჩვენს პატარებს შეეძლოთ ითამაშონ მხოლოდ მაღალი სტანდარტის და უსაფრთხო სათამაშოებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

სემინარს დაესწრნენ სათამაშოების მწარმოებლები, იმპორტიორები და რეალიზატორები, მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. მათთვის პრეზენტაციები მოამზადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ევროკავშირის პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ექსპერტები გაერთიანებული სამეფოდან.

სემინარი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განსავითარებლად” ფარგლებში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო