გია ხუხაშვილი 8 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ - ხელისუფლებას ხელში უგდებენ ინსტრუმენტს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი და პრაიდი ერთმანეთში აზილოს

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, „ღირსების მარში“ 8 ივლისს გაიმართება.

„ერთი მხრივ გასაგებია, რატომ არ სახელდება ღონისძიების ადგილი და დრო. მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლებას ამით ხელში უგდებენ პირდაპირ ინსტრუმენტს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი და პრაიდი ერთმანეთში აზილოს. უკვე ისმის მოწოდებები, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებმა გაავსონ რუსთაველი. ეს არის ძალიან ბინძური თამაში, რომელშიც ნებსით თუ უნებლიედ პრაიდის ორგანიზატორებიც მონაწილეობენ. თუ ეს ასე არ არის, დაასახელონ დრო და ადგილი. ის მაინც თქვან, რომ ეს რუსთაველზე არ მოხდება“, - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო