ირმა ინაშვილი - დღეს ჩვენ ვდგავართ რუსეთთან რეალური ომის საფრთხის წინაშე

ქვეყანა დღეს დგას ძალიან სერიოზული საფრთხეების და გამოწვევის წინაშე - ეს ეხება დავით გარეჯს, სიღარიბეს, პოლიტიკურ კონფიგურაციას ქვეყანაში, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკას. დღეს ჩვენ ვდგავართ რუსეთთან რეალური ომის საფრთხის წინაშე და საჭიროა არა კოცონების დანთება ჩვენი ქვეყნის გარშემო, არამედ ამ კოცონების ჩაქრობა,- ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც მხარდამჭერებს ხვდება.

"15 ივნისს, თავისუფლების მოედანზე 40 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, სადაც ჩვენ ვთქვით, რომ გაგრძელდება საპროტესტო აქციების ციკლი. ამის შემდეგ შევიკრიბეთ ზუგდიდში, იგეგმება შეკრება ბათუმში. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სპორტის სასახლეში იმიტომ, რომ ბევრი სათქმელი დაგროვდა. ქვეყანა დღეს დგას ძალიან სერიოზული საფრთხეების და გამოწვევის წინაშე - ეს ეხება დავით გარეჯს, სიღარიბეს, პოლიტიკურ კონფიგურაციას ქვეყანაში, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკას და დღეს ჩვენ ვდგავართ რუსეთთან რეალური ომის წინაშე და საჭიროა არა კოცონების დანთება ჩვენი ქვეყნის გარშემო, არამედ ამ კოცონების ჩაქრობა",- განაცხადა ინაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ მოხდა მხარდამჭერებთან შეხვედრა რუსთაველის გამზირზე, ინაშვილის თქმით, დღევანდელ მოცემულობაში სპორტის სასახლეში შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს.

„იყო შეხვედრა ელჩებთან, სხვა პარტიებსაც ჰქონდათ ასეთი შეხვედრები და იყო თხოვნა 20 ივნისის მოვლენების შემდგომ, რომ ყველამ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სპორტის სასახლე",- განაცხადა ინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა