დავით თარხან-მოურავი - გვინდა საერთო ენა მოვძებნოთ რუსეთთან, არ გვინდა ბოკერია, "ოცნება" და ლგბტ რევოლუცია

გვინდა საერთო ენა მოვძებნოთ რუსეთთან, არ გვინდა ბოკერია, "ოცნება" და ლგბტ რევოლუცია, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტია მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.

"ჩვენ გვინდა რომ მოვძებნოთ საერთო ენა რუსეთთან. ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრომლობა. გვინდა ტურისტიც და ფულიც. არ გვინდა "ქართული ოცნება", "ნაცმოძრაობა", ბოკერია და ლგბტ რევოლუცია. ჩვენ გვინდა ღმერთი, ეკლესია, ქართული აზროვნება",- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

სპორტის სასახლეში იმყოფებიან პარტიის ლიდერები. შეხვედრაზე აცხადებენ, რომ რეზოლუცია, რომელიც ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას ითვალისწინებდა, პარლამენტში არ უნდა ჩავარდნილიყო. ასევე, შეხვედრაზე აპროტესტებენ დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობას.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო