გენადი ონიშენკო - ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე - ტკიპებსა და კოღოებზე

ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე - ტკიპებსა და კოღოებზე, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომელიც გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მხრიდან საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება.

მისი თქმით, მთელი რეგიონისთვის რეალურ საფრთხეს საქართველოში არსებული სამხედრო მიკრობიოლოგიური ლაბორატორია წარმოადგენს.

„რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებ პოზიციას იმის შესახებ, რომ ამიერკავკასიის მილიტარიზაცია დღეისთვის მართლაც წარმოადგენს ძალიან რეალურ საფრთხეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეზოლუციაშია არც კი არის ნახსენები სამხედრო-ბიოლოგიური ბაზის შესახებ, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ეს ქართული ლაბორატორია მართლაც რეალური საფრთხეა საქართველოში ადამიანის უფლებებთან და არა მხოლოდ მასთან დაკაშირებით“, - განაცხადა რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ.

მისივე თქმით, ლაბორატორია ყველაზე საშიშ ბუნებრივ ვირუსებთან და მიკრობებთან მუშაობის საშუალებას იძლევა, რომლებიც ადამიანისთვის არის ცნობილი. ონიშენკომ აღნიშნა, რომ ლაბორატორიაში მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსებზე, არამედ გადამტანებზე - ტკიპებსა და კოღოებზე.

„აქ არის საფრთხე ნებისმიერი ავარიის მხრივ ლაბორატორიაში - ვენტილაციის გაუმართაობა, ფილტრების არასაკმარისი მუშაობა, ან უბრალოდ, ლაბორატორიის თანამშრომლის დაავადება“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა სანიტარმა.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის