გურამ ფალავანდიშვილი - თუ გავიგეთ რომელიმე ლოკაცია, სადაც ტარდება ეს მარში, მაშინ ალბათ, ღამე წავალთ იმ ადგილას

თუ გავიგეთ რომელიმე ლოკაცია, სადაც ტარდება ეს მარში, მაშინ ალბათ, ღამე წავალთ იმ ადგილას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ვაკის პარკში დაგეგმილ შეხვედრას ტრადიციული სახე აქვს და ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს, თუმცა, თუ „ღირსების მარშის“ ლოკაცია ცნობილი არ გახდა, ხვალ ვერის პარკში დილიდან კვლავ შეიკრიბებიან.

„დღეს, 7 საათზე ვაკის პარკში ვიკრიბებით. ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებთ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ, ამიტომ ვიკრიბებით. თუ ჩვენ გავიგეთ რომელიმე ლოკაცია, სადაც ტარდება ეს მარში, მაშინ ალბათ, ღამე წავალთ იმ ადგილას. თუ არადა, მაქსიმუმ 22:00 საათამდე ვიქნებით. ხვალ დილის 10:00 საათზე ვერის პარკში ისევ შევიკრიბებით“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „ღირსების მარში“ 8 ივლისს გაიმართება, თუმცა კონკრეტული ლოკაცია და დრო ცნობილი არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა