რუსთავის „ჯეოსთილის“ ქარხანასთან  მოძრაობამ „გავიგუდეთ“ აქცია გამართა

რუსთავში, კომპანია "ჯეოსთილის" მეტალურგიულ ქარხანასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის "გავიგუდეთ" აქტივისტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, "ჯეოსთილი" ფილტრების გარეშე მუშაობს და ქალაქს მავნე გამონაბოლქვით აბინძურებს.

"დააყენე ფილტრები-გავიგუდეთ!" - ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელობას მოუწოდებდნენ, დააყენონ ფილტრები და შეწყვიტონ გარემოს მავნე გამონაბოლქვით დაბინძურება.

„ჩვენ აქ ვცხოვრობთ და არსად წასვლას არ ვაპირებთ! დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ "ჯეოსთილის" დირექტორს შევახსენოთ მისივე დაპირება, რომ ფილტრს ერთ თვეში დააყენებდა. ჩვენი მოთხოვნა ეხება არა მხოლოდ "ჯეოსთილს" არამედ ქალაქში არსებულ სხვა დანარჩენ ქარხნებსაც, რომლებიც ფილტრების გარეშე მუშაობენ და გვწამლავენ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნიკოლოზ მუსერიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ფული ფულად დახარჯეს, ნერვები ნერვებად მოგვიშალეს და ნერგებიც გააფუჭეს" - რუსთავის „ჯეოსთილის“ ქარხანასთან მოძრაობამ „გავიგუდეთ“ აქცია გამართა

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა