ლევან ვასაძე მხარდამჭერებს 8 ივლისს, 10:00 საათზე ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებს 8 ივლისს, 10:00 საათზე ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, „თბილისი პრაიდის“„ღირსების მარში“ ვერ შედგება. ვასაძის თქმით, ათეულობით ათასი მხარდამჭერის მობილიზება იგეგმება და დაელოდებიან „ღირსების მარშის ჩატარების დროს და ადგილს“.

მან თავის მომხრეებს სამოქმედო გეგმა შეახსენა და განაცხადა, რომ ვერის ბაღში მხოლოდ წესრიგის დასაცავად მიდიან.

„ჩვენი იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. იქ მოვა უამრავი ხალხი და თუ იქ იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს ცემა-ტყეპა და სისხლის ღვრა... ჩვენი ამოცანა არის, რომ თუ იქ იქნება პოლიციის კორდონი, მისი გარღვევა და უსირცხვილობის და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა. ვისაც არ დაგეზარებათ, არ დაგავიწყდებათ, გთხოვთ იქონიოთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და იქიდან შევძლოთ ამ ქამრების მეშვეობით ჩვენი ქვეყნის შეურაცხყმყოფლების გათრევა“, - განაცხადა ვასაძემ ვიდეომიმართვაში.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა