გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენ უნდა ავიღოთ სახელმწიფოს როლი, თუ სახელმწიფო არ აღკვეთს ქუჩებში ჩვენი შვილების გადაგვარების პროპაგანდას

ძალიან გამიხარდა ლევანის გამოსვლა ვაჟკაცურად და კაცურად. შეკრული ხელსახოცი ალბათ, არის ნიშანი მშვიდობის, - ასე გამოეხმაურა გურამ ფალავანდიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას, რომლითაც მან მოქალაქეებს მოუწოდა, 8 ივლისს შეკრებისას ხელზე ჰქონდეთ შებმული ხელსახოცები და ქამრები.

მისი თქმით, როგორც ლევან ვასაძის, ასევე მათ მესიჯებში თავდაპირველადვე იყო ნათქვამი, რომ წესრიგს იცავენ.

"წესით, პოლიციამ წესრიგი უნდა დაიცვას. წესრიგი რა არის - დავუშვათ, თუ ადამიანი ეწევა პროპაგანდას მიუღებელი გარყვნილების, სიბილწის, წესით პოლიციამ მას ხელები უნდა შეუკრას, კი არ ჩაარტყას თავში, ხელები შეუკრას და გაიყვანოს, როგორც კანონდამრღვევი. ტერიტორიას განარიდოს. ლევანმა ალბათ, ეს იგულისხმა. ჩვენ უნდა ავიღოთ სახელმწიფოს როლი, თუ სახელმწიფო არ აღკვეთს ჩვენს ქუჩებში ჩვენი შვილების გადაგვარების პროპაგანდას, განა ჰომოსექსუალებს უნდა გამოვეკიდოთ და ვურტყათ, არამედ როგორც გაიყვანდა პოლიცია, ასე გავიყვანოთ“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო