„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ვაკის პარკში შეხვედრა დაასრულეს

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა ვაკის პარკში შეხვედრა დაასრულეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, შეკრებას 8 ივლისს, 10:00 საათიდან, ვერის ბაღში განაახლებენ. ამასთან, შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ თუ კონკრეტული ლოკაცია ცნობილი გახდა, მაშინ ლგბტ პირებს "ღირსების მარშის" ჩატარების უფლებას არ მისცემენ და ღონისძიების მშვიდობიანი გზით დაშლას ეცდებიან.

ასევე, გურამ ფალავანდიშვილის განმარტებით, ისინი შეაგროვებენ ხელმოწერებს, რათა სახელმწიფომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აკრძალოს და არ დაუშვას ბაღებსა და სკოლებში, ჯარსა და მთავრობაში ჰომოსექსუალების მუშაობა.

შეკრებილების განმარტებით, თუ ხელისუფლება აღნიშნულ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს ან 8 ივლისს მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, "ღირსების მარში" 8 ივლისს გაიმართება, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული ლოკაცია და დრო ცნობილი არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო