საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები, დაახლოებით, 3 მილიარდი რუბლით იზარალებენ

საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები, დაახლოებით, 3 მილიარდი რუბლით იზარალებენ. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რიცხვში შედის როგორც პირდაპირი ზარალი, ასევე დაკარგული მოგებაც. დიტრიხის თქმით, კვირის ბოლოს ციფრები დაზუსტდება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 21 ივნისის განკარგულებით, საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა იკრძალება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს