ნინო ბურჯანაძე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმს“ გამოეხმაურა

ეს არის საშიში საბოტაჟი და პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმს“.

მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი, რაც დღეს გიორგი გაბუნიამ გააკეთა, მსოფლიო პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის ისტორიაში არ არსებობს. ამასთან, ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას გამოძიების სასწრაფო ჩატარებას და შესაბამისი ზომების გატარებას სთხოვს.

„დღეს „რუსთავი 2“-ზე, გიორგი გაბუნიამ გააკეთა განცხადება, რომლის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის ისტორიაში არ არსებობს.

ეს განცხადება არ არის არც ემოცია და არც მხოლოდ უზრდელობა. ეს არის საშიში საბოტაჟი და პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

კატეგორიულად მოვითხოვ ხელისუფლებისგან სასწრაფო გამოძიების ჩატარებას და სახელმწიფოს ინტერებისგან გამომდინარე. ადექვატური ზომების მიღებას!", - წერს ნინო ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ რუსულ ენაზე არაეთიკური განცხადებები გააკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა