ნიკა გვარამია - არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას

ამ არხის ფარგლებში ამგვარი თვითგამოხატვა არხს კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებელად მიაჩნია, - აღნიშნული განცხადებით “რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა “პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, საკითხზე თვითრეგულირების ფარგლებში იმსჯელებენ და მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ავტორთან დაკავშირებით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმართვა იყო საავტორო ტექსტი, გადაცემაც არის საავტორო და მასში ჩარევა არ ხდება.

“ეს არხი თავისი ედიტორიალით მთავარი დაცვის ინტერესად ჩვენს სამშობლოს - საქართველოს მიიჩნევს. შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნომერ პირველ მტერზე ვლადიმერ პუტინზე გამართლებულად მიიჩნევს. არხის ეთერში თვითგამოხატვას - იქნება ეს საავტორო გადაცემა თუ სხვაგვარი გადაცემა, აქვს საკუთარი ფორმები და საკუთარი წესები. ეს წესები მეც არაერთხელ დამირღვევია, თუმცა ამ დარღვევასაც თავისი ფორმა აქვს, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებასა და ზომიერებას. გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში, რომ ის უფრო მეტად მოხვდეს მიზანში, ვიდრე იმ ფორმით, რა ფორმითაც მოვისმინეთ. არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს“, - განაცხადა არხის სახელით გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა