ირაკლი კობახიძე - რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, ეს იყო კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს „შპანა” მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა

იმაში, რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია - ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს “შპანა” მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “რუსთავი2“-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას.

“ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ - ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ - სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ!“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია