„რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელეკომპანიას პროვოკაციაში ადანაშაულებენ

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ოფისთან შეკრებილთა აზრით, გიორგი გაბუნიას პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვა პროვოკაცია იყო, რასაც სისხლისღვრა უნდა მოჰყოლოდა. მათი აზრით, ჟურნალისტმა საკუთარი გამოსვლით ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დააყენა.

აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ “რუსთავი2“-მა რუსეთში მცხოვრები თანამემამულეები გაწირა და ნახევარმილიონ ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ხვალიდან ქუჩაში გასვლის ეშინია.

“უნდა მოვითხოვოთ დამკვეთის გამოვლენა, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ძალა, ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა. ეს ტელევიზია არ არის, ეს არის სპეცსამსახური - “რუსთავი2“ უნდა დამთავრდეს“, - ასეთია აქციის მონაწილეთა განცხადებები.

ასევე, ისინი სკანდირებენ, „საქართველოს „რუსთავი 2“-ის გარეშე გაუმარჯოს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო