არ არსებობს დღეს ქვეყანაში იმაზე უფრო ბინძური და ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ტელეარხი „რუსთავი 2", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“ - ის ეთერში გაკეთებული განცხადება ქვეყნის და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული შეთქმულების ნაწილია, ისევე როგორც "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული მარში.
"ყოველგვარი "პოლიტკორექტულობის" გარეშე მინდა ღიად დავაფიქსირო ჩემი პირადი მოსაზრება: "არ არსებობს დღეს ქვეყანაში იმაზე უფრო ბინძური და ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და მათი ტელეარხი „რუსთავი 2“ ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ყოველდღე გეგმავს და ახორციელებს საშიშ პროვოკაციებს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ. დღეს რაც მოვისმინეთ „რუსთავი 2“-ის ეთერში არის ჩვენი ქვეყნის და თანამოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი მზაკვრული შეთქმულების ნაწილი, ისევე როგორც ხვალ დაანონსებული ე.წ. "ლგბტ" წარმომადგენლების "პროვოკაციული მარში", რომელიც რეალურად იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა