ნიკა გვარამია - ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისევე, როგორც ხელისუფლება

ახლა უკვე ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სპონტანურად შეკრებილ აქცია, არამედ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„ვხედავთ აქ აბსოლუტურად ნაცნობ სახეებს, რომლებიც ყველა ვითარებაში ჰყვას გავეშებული საქართველოს პროპუტინისტურ ხელისუფლებას, ახლა უკვე შეგვიძლია, ეს დანამდვილებით ვთქვათ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს გაბუნიას ძალიან სამწუხარო ინციდენტისა და შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია, მივიღეთ ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ხარისხის ლუსტრაცია, ვიდრე ეს იყო გავრილოვის მოვლენების დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა მის ეთერში პუტინის უხამსად მოხსენიება. ვიძლევი განკარგულებას, რომ მოიხსნას ყველა ჯგუფი პირდაპირი გაშუქებიდან. ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისევე როგორც ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლაციას და ამ წუთიდან, ვიდრე არ იქნება სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი „რუსთავი2-„ის, ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ მაუწყებლობას. მაშ ასე, „რუსთავი 2“ წყვეტს საკუთარ მაუწყებლობას, ჩვენ ახლა ვაქრობთ მიმდინარე ეთერს, ყველა ჟურნალისტი შემოვა ტერიტორიაზე.“, - განაცხადა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია