აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მოუწოდებენ, ქვეყანა დატოვონ

ჩვენ ჩვენი მშვიდობისა და ქვეყნის დასაცავად ვართ მოსული - არ გვინდა “რუსთავი2“-მა ეს ქვეყანა დაღუპოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ოფისთან შეკრებილები აცხადებენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, ტელეკომპანია თავად გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ დატოვონ და “ქვეყნიდან მოშორდნენ“. ამასთან, რიგი გამომსვლელების აზრით, ტელევიზია საერთოდ უნდა დაიხუროს და სამუდამოდ შეწყვიტოს მაუწყებლობა.

“წადით, მოშორდით, დაგვანებეთ თავი - საქართველო ამ ადამიანების გარეშე“, - ასე სკანდირებენ “რუსთავი2“-თან შეკრებილები, რომელთა შეფასებით, გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვა პროვოკაცია იყო.

აქციის მონაწილეები “რუსთავი2“-ს “ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიად მოიხსენიებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო