„რუსთავი 2“-თან შეკრებილებს 3 ძირითადი მოთხოვნა აქვთ

“რუსთავი 2“-თან შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ მოთხოვნით, სამართალდამცავი ორგანოები “რუსთავი 2“-ში შევიდეს და დაიწყოს გამოძიება, “თუ ვინ ცდილობდა საქართველოს რუსეთის საჯიჯგნად მიგდებას და ვის უნდოდა ქვეყნის ამოტრიალება“.

მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, არ გაბედოს “რუსთავი2“-მა მაუწყებლობის აღდგენა.

“თუ მაუწყებლობა აღდგება, აქ უამრავი რაოდენობის ხალხი დადგება. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, “რუსთავი2“-ის შენობა იქნება პარალიზებული. ხვალ დილიდან ყველა უნდა მოვიდეს აქ, რათა ეს ნაგავი ერთ და სამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადეს აქციაზე, რომელიც “რუსთავი2“-ის ოფისთან მიმდინარეობს.

ამასთან, აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, ტელეკომპანია დატოვონ ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აქცია მთელი ღამის განმავლობაში არ უნდა დაიშალოს.

იხილეთ ვიდეო: რა 3 ძირითადი მოთხოვნა აქვთ „რუსთავი 2“-თან შეკრებილებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო