„თბილისი პრაიდის" ღონისძიება, რომლის გამართვაც შსს-სთან იგეგმებოდა, აღარ ჩატარდება

„თბილისი პრაიდის" ღონისძიება, რომლის გამართვაც 8 ივლისს, 09:00 საათზე, შსს-სთან იგეგმებოდა, აღარ ჩატარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თბილისი პრაიდის"ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა. რაც შეეხება ამავე პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს, თაბაგარის განმარტებით, სხვა ღონისძიებების გამართვის თაობაზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ინფორმაციას ჯერჯერობით არ გაავრცელებენ.

"ზოგადად, პრაიდის გადადების თაობაზე ინფორმაციას არ გიდატურებთ, უბრალოდ,კონკრეტული ივენთი, რომელიც შსს-სთან იყო დაგეგმილი და რომელზეც ინფორმაციამ გაჟონა, აღარ გაიმართება. სხვას ვერაფერს გეტყვით,რადგან ამ მომენტში ქვეყანაში უსაფრთხოება არეულია", - ,განაცხადა თაბაგარმა.

იმის შესახებ, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები 09:00 საათზე შსს-სთან „ღირსების მარშის“ გამართვას გეგმავდნენ, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა გაავრცელა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს