საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა

საბერძნეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის პარტია „სირიზამ“ დამარცხება უკვე აღიარა. ამ დროისთვის ბიულეტენთა 88 პროცენტია დათვლილი. წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ ამომრჩეველთა 39,8 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, ციპრასის მემარცხენე პარტიამ კი 31.6 პროცენტი. გამარჯვებული პარტიის ლიდერმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ იგი იქნება ყველა ბერძენის პრეზიდენტი, ვინაიდან „ბერძნები ძალიან ცოტანი არიან იმისათვის, რომ დაყოფილები იყვნენ“.

წინასწარი მონაცემებით, „ახალი დემოკრატია“ პარლამენტში 158 ადგილს დაიკავებს, „სირიზა“ 86-ს, კომუნისტები 15-ს, ორი ნაციონალისტური და პრორუსული პარტია კი 10-ს და 9-ს.

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მას შემდეგ დანიშნა, რაც მისმა პარტიამ გასულ თვეს, ევროპულ და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში მარცხი განიცადა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა