ლევან ვასაძე - თუ პროვოკაციას ექნება ადგილი, მივალთ და საკადრის პასუხს გავცემთ

რადგან დაანონსდა, რომ დღეს პრაიდის ჩატარებას აპირებდნენ, ჩვენ აქ შევიკრიბეთ. დღის ბოლომდე არ დავიშლებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, მივალთ და გავცემთ საკადრის პასუხს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს „ვერის ბაღში“ განუცხადა.

მისი თქმით, ისინი კანონის ჩარჩოებს არ გასცდებიან.

„ჩვენთვის კუკუდამალობანას თამაშს აზრი არ აქვს. რადგან დღეს დაანონსდა, რომ ისინი აპირებდნენ პრაიდის ჩატარებას, ჩვენ აქ შევიკრიბეთ. დღის ბოლომდე არსად არ დავიშლებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, მივალთ და გავცემთ საკადრის პასუხს. საკადრისი პასუხია ყველაფერი ის, რაც აქამდე მილაპარაკია. კანონის ჩარჩოებს ჩვენ არ ვცდებით და ვიცავთ წესრიგს“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

„თბილისი პრაიდმა“ „ღირსების მარშის“ ჩატარება ჯერ კიდევ 20 ივნისისთვის დაგეგმა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ის გადაიდო. მარშის ჩატარება დღეისთვის დაანონსდა, რომელიც ასევე აღარ გაიმართება. მიუხედავად ამისა, პრაიდის მოწინაღმდეგე მოქალაქეების დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება ვერ მოხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა