ე.წ. ღირსების მარშის მოწინააღმდეგეებმა დედაქალაქის მერს სთხოვეს, პარლამენტის წინ განთავსებული ბანერები გაიტანონ

„თბილისი პრაიდის“ მიერ „ღირსების მარშის“ ჩატარების მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან. როგორც სასულიერო პირებმა განაცხადეს, ისინი ადგილზე პარაკლისს გადაიხდიან, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ტერიტორია გასუფთავდეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ის, რაც პარლამენტის წინ ხდება, არ არის მისაღები. ისინი დედაქალაქის მერს სთხოვენ ბანერები, რომლებიც ადგილზეა განთავსებული, გაიტანონ.

„ეს მარაზმი რაც პარლამენტის წინ ხდება, უნდა დასრულდეს. ვის მოსწონს ის, რაც აქ ხდება? მოვუწოდებ კალაძეს, მოვიდეს და აალაგოს ყველაფერი, მოგვეცეს საშუალება გადავიხადოთ პარაკლისი. სახელმწიფოს მოვუწოდებთ აუკრძალოს საელჩოებს ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევა. ეს ბანერები სასწრაფოდ აიღონ. ამისთვის სხვადასხვა ადგილები არსებობს. ეს არის დადგმული სპექტაკლი „ნაციონალების“ და „ევრონაცების“ მიერ. ხალხი მათ საერთოდ არ უნდა ახსენონ“,- განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

აქციის მონაწილე სასულიერო პირებმა პარლამენტის წინ ლოცვაც წაიკითხეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა