დავით ზალკალიანი - აღმოსავლეთ პარტნიორობამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მანძილი მნიშვნელოვნად შეამცირა

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოცემა „Euroactive-ში“ ოპედი გამოაქვეყნა.

მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავი - საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოსთვის ამ თარიღის პოლიტიკური შემადგენლისა და მნიშვნელობის შესაფასებლად.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აღმოსავლეთ პარტნიორობა პირველ რიგში, გაბედული, ნოვატორული და პოლიტიკური ინიციატივაა, რომელმაც ექვსივე პარტნიორი ქვეყანა თავიანთი ინდივიდუალური პრიორიტეტების, ამბიციებისა და სასტარტო პოზიციების შესაბამისად, ევროკავშირთან დაახლოვა.

სტატიაში მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ამ ინიციატივის ფარგლებში მიიღო. კერძოდ, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირის უახლოეს სტრატეგიულ პარტნიორად იქცა.

„ამასთან, დღეს საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირის მთელ რიგ პროგრამებსა და სააგენტოებთან წვდომა. „მანძილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვნადაა შემცირებული. სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთ პარტნიორობა, პირველ რიგში, ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური მანძილის შემცირებას გულისხმობს“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც ზალკალიანი წერს, საქართველოს მიზანია განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა და გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა და ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად.

მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მიზანი ქართველი ხალხის სუვერენული და ცივილიზებული არჩევანია, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„პირიქით, ის გულისხმობს ჩვენს ცვალებად რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიის არეალის გაფართოებას, რაც ყველასთვის სარგებლის მომტანია და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაპირობაა“,- ნათქვამია სტატიაში.

„Euroactive“-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ დაწყებამდე გამოქვეყნდა. კონფერენციის მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის განვლილ 10 წელს შეაფასებენ და მომავლის გეგმებს დასახავენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“