რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანმა და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა ტიმურ შაფირმა „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას საქციელს „არასრულფასოვანი ადამიანის ექსტრავაგანტური გამოხტომა“ უწოდა.

„ეს არის არასრულფასოვანი ადამიანის ექსტრავაგანტური გამოხტომა, ჟურნალისტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არაპროფესიონალურია, ამაზრზენია. კიდევ როგორ დავახასიათოთ იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც ასე იქცევა და თან ამისთვის პირდაპირ ეთერს იყენებს“, - განაცხადა შაფირმა.

მისივე თქმით, არხის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ აცხადებს.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ