„კარაპს  მედლაინი“ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში ჩაერთო

„კარაპს მედლაინი“ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ქალბატონებს, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარებას უფასოდ სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „კარაპს მედლაინში“ ჩატარებული პაპ ტესტის და კოლპოსკოპიის კვლევის შედეგების განხილვას და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დაგეგმვას „კარაპს მედლაინის“ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტებული ტრენერი მადონა ჯუღელი უხელმძღვანელებს.

„კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.

მოქალაქეებს საშუალება აქვთ წინასწარი ჩაწერით დაჯავშნონ ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 2 51 60 60,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს