აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლება ჩაებღაუჭა გიორგი გაბუნიას განცხადებას როგორც მაშველ ხავსს და ჩათვალა, რომ მოიპოვა მორალური პლატცდარმი

ხელისუფლება ჩაებღაუჭა გიორგი გაბუნიას განცხადებას როგორც მაშველ ხავსს და ჩათვალა, რომ ახლა მოიპოვა მორალური პლატცდარმი, - ამ სიტყვებით შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადების ირგვლივ შექმნილი ვითარება.

როგორც ბობოხიძემ განმარტა, თუ ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან ომი სურს, ამისთვის მიზეზების ძებნას არ დაიწყებს.

"გიორგი გაბუნიას განცხადება ფორმითაც და შინაარსითაც მიუღებელი იყო, განსაკუთრებით მეორე ნაწილი განცხადების, მაგრამ გაცილებით უფრო მიუღებელი, სამარცხვინო და მავნებლურია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი აკეთებენ განცხადებას ჟურნალისტის მოქმედებაზე და კიდევ უფრო უარესი: საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშოროსო ორგანიზაციებს, მისცეს შეფასება ამას. ეს აბსოლუტურად გაუგონარი ნაბიჯია. რაც შეეხება მავლებლობას, მავნებლობაა ხელისუფლების მხრიდან იმ ნარატივის გაძლიერება ხალხში, რომ ამის გამო თურმე შეიძლება პუტინმა ომი დაგვიწყოს. პუტინს თუ უნდა საქართველოსთან ომი, ის ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის ამის მიზეზს, ბოლოს და ბოლოს ორ სავარაუდო "ტურისტს" შემოუშვებს საქართველოში, მოაწყობინებს კონფლიქტს და შემდეგ ამ ორი ტურისტის დაცვის საბაბით შემოვა. ასე რომ, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე და არ უნდა თესავდეს ხალხში ცრუ პანიკას, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მომგებიან სიტუაციაში ჩაიყენოს თავი ხელისუფლებამ. როგორც იქნა, ჩაებღაუჭა, როგორც მაშველ ხავსს, გიორგი გაბუნიას განცხადებას და ჩათვალეს, რომ ახლა მათ მოიპოვეს მორალური პლატცდარმი, რომ თავისი არსებობის შესახებ თავი შეგვახსენონ," - განაცხადა ბობოხიძემ და იქვე დასძინა, რომ „რუსთავი 2“-ის შენობასთან წუხელ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებიც იყვნენ.

"იქ იყო ხალხი, რომელიც კორცხელშია შემჩნეული, იქ იყო ხალხი, ვისაც 20 ივნისიდან ვხედავდით როგორც პროვოკატორებს და იქ იყო ხალხი, რომლებიც ამბობდნენ, რომ პუტინის დედის გინებას ვერ აპატიებდნენ ვერავის, არადა ეს ხალხი მზად არის არა თუ დედის გინება, არამედ ქართველი ქალების, ბავშვების გაუპატიურება მოითმინონ, ითმენდნენ კიდევაც და მომავალშიც ასე აპირებენ ცხოვრებას," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა