არჩილ თალაკვაძე - ვერავინ, მათ შორის, ვერც „რუსთავი 2“ და მისი მმართველი პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეუქმნის საფრთხეს საქართველოს განვითარებას და დასავლეთში ინტეგრაციის გეგმას

საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი და ვერავინ, მათ შორის, ვერც „რუსთავი 2“ და მისი მმართველი პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეუქმნის საფრთხეს საქართველოს განვითარებას და დასავლეთში ინტეგრაციის გეგმას,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ განცხადებას.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, „ეს იყო პროვოკაცია საქართველოს და საზოგადოების წინაშე“.

„ერთ ჟურნალისტზე პასუხისმგებლობის გადატანა არის სწორედ მათი დღის წესრიგი და ამაზე საზოგადოება გააკეთებს სწორ დასკვნებს. რაც შეეხება ბერკეტებს, რომელიც აქვს ხელისუფლებას, მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი და ვერავინ, მათ შორის, ვერც „რუსთავი 2“ და მისი მმართველი პოლიტიკური ჯგუფი ვერ შეუქმნის საფრთხეს საქართველოს განვითარებას და დასავლეთში ინტეგრაციის გეგმას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს