ეკა ბესელია - კომბლებით და მათრახებით სიარული არ მგონია, რომ ჯანსაღი ამბავი იყოს

მათრახით და კომბლებით ლაპარაკი დღეს, 21-ე საუკუნეში პროტესტის ფორმის გამოხატვის იმიტაციაც არ უნდა იყოს, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კერძო პირის მხრიდან მართლმადიდებლობისა და ეკლესიის სახელით საუბარი უხერხულია.

"ამ ქმედებებში პრობლემებს ვხედავ. სხვათა შორის, საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც პირველად გავრცელდა და რომელიც მეორედაც გავრცელდა, ძალიან ნათლად იკითხებოდა, რომ საპატრიარქო ემიჯნებოდა ასეთ ძალადობრივ აქციას. მათრახით და კომბლებით ლაპარაკი დღეს, 21-ე საუკუნეში რაღაც იმიტაციაც არ უნდა იყოს პროტესტის ფორმის გამოხატვის. არ არის ეს ნორმალური ფორმა და მგონია, რომ ასეთი რეაქციაც არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ჯერ ერთი, ეკლესიისა და მართლმადიდებლობის სახელით მოქმედება და ამ მაღალი მორალისტური პოზიციებით, ეკლესიის სახელით საუბარი კერძო პირების მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, ესეც ძალიან უხერხულია. არ მინდა, რომ ძალიან მკაცრი ვიყო შეფასებებში, მაგრამ რაც ხდება, მე არ მგონია, რომ მისაღები ფორმაა. მართლმადიდებლობა არ ნიშნავს ძალადობას და არც კომბლებით და ქამრებით სიარულს. მგონია, რომ ყველამ საკუთარი სახელით უნდა ილაპარაკოს. თუ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს მიაჩნია, რომ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი იმ ადამიანთა მიმართ, ვისი ცხოვრების წესიც არ მოსწონს, ესეც უნდა იყოს გამოხატვის ფარგლებში. არ მიმაჩნია, რომ ეს ფორმები ნორმალური და მისაღებია ცივილიზებული სამყაროსთვის და თუნდაც, ქართული ტრადიციებისთვის. კომბლებით და მათრახებით სიარული არ მგონია, რომ იყოს ჯანსაღი ამბავი", - განაცხადა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს