პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებსა და „თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებს შორის ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებსა და „თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

ინციდენტი მაშინ დაფიქსირდა, როდესაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე სიტყვით გამოდიოდა და აღნიშნავდა, რომ მას აქციაზე სიტყვით გამოსვლის გამო რუსეთის აგენტობას დააბრალებდნენ, რასაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლის მხრიდან მოჰყვა რეპლიკა, რომ ის არის დუგინის ძმაკაცი, რომელსაც სურს პროვოკაციების მოწყობა.

აღნიშნულს გაღიზიანება მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან, რის გამოც, ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება გახდა საჭირო.

ინციდენტი ამ ეტაპზე ამოწურულია. ადგილზე რჩებიან, როგორც „თბილისი პრაიდის” მონაწილეები, აგრეთვე მათი ნაწილი, რომლებიც პარლამენტის წინ ორი კვირაზე მეტია აქციებს მართავენ.

იხილეთ ვიდეო: ინციდენტი პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციის წევრსა და "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა შორის მას შემდეგ, რაც ვასაძეს დუგინის ძმაკაცი უწოდეს - რას ჰყვებიან მხარეები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა