რუსი დეპუტატი - ქართველი ხალხი პოლიტიკური და სატელევიზიო ბნელეთის მოციქულების მძევალი აღმოჩნდა

ქართველი ხალხი პოლიტიკური და სატელევიზიო ბნელეთის მოციქულების მძევალი აღმოჩნდა. ოპოზიციური არხის „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გინებაზე მოსკოვის მხრიდან რეაგირება არ ღირს, - აცხადებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ეროვნებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რუსლან ბალბეკი.

„ჩვენს ურთიერთობებში თბილისში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებამდე ალბათ არაფერი შეიცვლება. ჩვენ ისედაც არცთუ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს რიგითი მოქალაქე ფაქტობრივად როგორც პოლიტიკური, ასევე სატელევიზიო ბნელეთის მოციქულების მძევალი გახდა“, - განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს არანაირი პასუხი არ უნდა გასცენ, რადგან სხვა ქვეყნის ლიდერის მიმართ „ქუჩური გინება სისუსტის მაჩვენებელია“.

როგორც რუსლან ბალბეკმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ბოლო პერიოდამდე ყველანაირად აქეზებდნენ რადიკალებს. „მათ მხარდაჭერა იგრძნეს და ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადმოანთხიეს. ოფიციალურმა თბილისმა როდესაც გააცნობიერა, რომ ეს ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯს ვნებს, განაცხადა, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია“, - განაცხადა დუმის დეპუტატმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა